აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, სამომავლო გეგმებზე "კარგი საუბარი" ჰქონდა.
ნეთანიაჰუ აღნიშნავს, რომ ტრამპთან შაბათს გამართული საუბრისას ომში ისრაელის გამარჯვების აუცილებლობა და მძევლების დაბრუნებისათვის ძალისხმევის მნიშვნელობა განიხილეს.
"ჩვენი ცოცხალი და გარდაცვლილი მძევლების დაბრუნების საკითხზე ვიმსჯელეთ,“ – თქვა ნეთანიაჰუმ.
ტრამპმა, რამდენიმე დღის წინ, კვლავ გააფრთხილა ჰამასი, რომ თუ მძევლები 20 იანვრამდე არ გათავისუფლდებიან, "ჯოჯოხეთი დატრიალდება“.





