საქართველოში შექმნილი ვითარებით შეშფოთებული ვარ. მჯერა, რომ ქართველი ხალხი და საქართველო, როგორც ქვეყანა, ევროპას ეკუთვნის, მაგრამ ცხადია, რომ რეჟიმი საპირისპირო მიმართულებით მოქმედებს და მე სრულად მხარს ვუჭერ სანქციებს და სხვა ზომებს, რომლებიც შეიძლება რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელდეს. რეჟიმის, რომელმაც ახლა ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებზე უარი თქვა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ გვინდა ქართველ ხალხს დავშორდეთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ქართველი ხალხისა და მათი ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მიმართ ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოავლინოს და ასევე, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ევროკავშირი კარს არ ხურავს, ამას ახლა რეჟიმი აკეთებს
ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება
როზენკრანცი: ევროკავშირი კარს არ ხურავს, ამას ახლა რეჟიმი აკეთებს
tbl.ge/708n
დაკოპირდა

თქვა ევროკავშირის საქმეთა საკითხებში შვედეთის მინისტრმა, ჯესიკა როზენკრანცმა ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს დაწყებამდე.
ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაევროკავშირი-საქართველოევროკავშირიშვედეთიშვედეთი-საქართველოქართული ოცნებაჯესიკა როზენკრანცი
ამავე თემაზე
- კობახიძე: ჩვენ ევროკავშირს ღია და გამჭვირვალე დიალოგს ვთავაზობთ
- შაჰინი და რიში: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას
- ნიდერლანდების საგარეო აქციების წლისთავზე: ვაღიარებთ ქართველი ხალხის სიმტკიცეს
- ნორვეგიის საგარეო აქციების წლისთავზე: უკანონოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ
- მაკკლირი: ქართველებს მხარი უნდა დავუჭიროთ, საქართველო პუტინის ჰიბრიდული ომის ფრონტის ხაზზეა




