ახალციხეში, სოფელ მუგარეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა - ინფორმაციას გამოცემა სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





