ხედავთ, რომ ქართველი ხალხი ევროპული მომავლისთვის მტკიცედ დგას და ეს არ არის ის, რის მხარესაც საქართველოს ხელისუფლება დგას. ამიტომ, ამ ორს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. ასევე, ვნახეთ მთელი რიგი ადამიანის ყველაზე ფუნდამენტური უფლებების დარღვევები, რომლებზეც ყველა შევთანხმდით, შეკრების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და ასე შემდეგ.
ამიტომ, რიგი ქართველი თანამდებობის პირები ეროვნულ [სანქციების] სიაში შევიყვანე, მათ ლატვიაში შევლა არ შეუძლიათ. ევროკავშირის დონეზე განვიხილავთ და გარკვეულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, როგორც მოველით, დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებით მოგზაურობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. [...]
ჩვენი პოზიცია საკმაოდ პირდაპირია, როგორც ბალტიის სახელმწიფოების, მაგრამ ასევე, როგორც ევროკავშირის - საქართველოს ევროპულ მომავალში ძალიან დიდი ძალისხმევა, ფული, რესურსები გვაქვს ჩადებული და ქართველი ხალხის სურვილია, იყოს ევროპელი, ასე რომ, ვერ ვხედავთ, რომ ეს იცვლებოდეს. საზოგადოებრივი გამოკითხვები და კონსტიტუცია რჩება ისეთად, როგორიც არის. ამიტომ, ნათელია, რომ ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. ჩვენი მოლოდინი არის, რომ ის ქართველი ხალხის ნებას დაემორჩილება.
რაც შეეხება ადამიანის უფლებების დარღვევებს და სხვა საკითხებს, ამიტომ გვაქვს ევროკავშირის გლობალური ადამიანის უფლებების მექანიზმი და, შესაბამისად, განვიხილავთ. კიდევ ერთხელ, ერთსულოვნება გვჭირდება, არ მსურს, უნგრეთის პოზიცია ვიწინასწარმეტყველო.





