კობახიძე: პროფესიული მარშები მაიდნის სცენარია, ერთი კაბინეტიდან იღებენ ამ სცენარებს

რაც შეეხება პროფესიულ მარშებს, შეგიძლიათ გადაახვიოთ, ნახოთ მაიდანი 2013-2014 წლები და ზუსტად იგივე სცენარია.

ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი კაბინეტიდან იღებენ ეს კონკრეტული ადამიანები ამ სცენარებს და შემდეგ უზრუნველყოფენ მათ განხორციელებას.

თავისთავად ის ფაქტი, რომ ოპოზიციის ლიდერები კვლავაც ოფისებში არიან შემალულები, მეტყველებს იმაზე,  თუ რამდენად გაკოტრებულია რადიკალური ოპოზიცია. მათ წააგეს არჩევნები, მათ წააგეს ქუჩა. ვერ ბედავენ ქუჩაში გამოსვლას და ზოგადად, გამოჩენას. ეს ყველაფერი ძალიან კარგია იმისათვის, რომ დასტაბილურდეს და გაჯანსაღდეს საქართველოში პოლიტიკური სისტემა.

ირაკლი კობახიძე სხვადასხვა პროფესიის ადამიანების საპროტესტო მარშებზე.

კომენტარები