რამაზ ზოსიაშვილი

გამოკითხვაზე მიგვყავს, დაკავებული არ არის - პოლიციელი ექიმ რამაზ ზოსიაშვილზე

TV პირველმა გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ამბობს, რომ კარდიოლოგი რამაზ ზოსიაშვილი გამოკითხვაზე გადაჰყავთ და არ დაუკავებიათ.

"განყოფილებაში გადავა გამოსაკითხად, დაკავებული არ არის... [რისთვის მიგვყავს] განვუმარტეთ თვითონ, თვითონ იქნება კონტაქტზე... დაკავებული არ არის, არც ადმინისტრაციულით, არც სისხლის სამართლის წესით" - ამბობს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.

მეგობრების ინფორმაციით, საპროტესტო აქციიდან დაბრუნებული ექიმი რამაზ ზოსიაშვილი საპატრულო პოლიციამ გააჩერა, გაჩხრიკა და დააკავა.

კომენტარები