ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

გვარამია: დღეს "ხელისუფლება" არის კოლექტიური ტიტუშკა და არალეგიტიმური ხუნტა

ქართული კრიტიკული მედია სამშობლოსა და დემოკრატიის დაცვის პირველ ხაზზე დგას და ვაღიაროთ, ამ ბრძოლის ფლაგმანია.

გასაგები მიზეზების გამო, კადრები არ მინახავს, მაგრამ მაკა ჩიხლაძისა და მისი ოპერატორის დარბევა ქოცების პარამეტრებითაც კი უმძიმესი ყოფილა. ჩემი მხარდაჭერა მაკას, გიორგი შეწირულს, მთელ TV პირველს და სრულიად ქართულ კრიტიკულ მედიას.

არავითარი ტიტუშკები არ არსებობენ, დღეს ყველა ქოცი, ნიღბიანი თუ უნიღბო - ტიტუშკაა და ჩვენს სამშობლოს უსწორდება - ხან ჟურნალისტის, ხან მომიტინგის, ხან მსახიობის, ხან პოლიტიკოსისა და ხან სხვა პატრიოტის მსხვერპლად შერჩევით. დღეს "ხელისუფლება" არის კოლექტიური ტიტუშკა და არალეგიტიმური ხუნტა.

წერს Facebook-ზე კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია.

7 დეკემბერს, აქციის მიმდინარეობისას ბესიკის ქუჩაზე ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფს ივანიშვილის ტიტუშკები პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორს, გიორგი შეწირულს სხეულისა და სახის დაზიანებები აქვთ. ამასთან ერთად, ვიდეოში ჩანს, რომ წაქცეულ გიორგი შეწირულს ტიტუშკების ჯგუფი ფეხებს ურტყამს.

კომენტარები