ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

TBC: თიბისელები შევიკრიბეთ სასამართლოსთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს

თიბისი მათი გუნდის წევრების მხარდასაჭერად განცხადებას ავრცელებს.

"დღეს, 8 დეკემბერს, თიბისელები შევიკრიბეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს - გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძეს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს უსაფუძვლოდ დააკავეს და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები