კობახიძე: მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში დავუჯდე 10-12 ახალგაზრდას და გულწრფელად ვისაუბროთ

ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღია სიცრუე, განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობა და მთავარი იარაღი ასევე არის სიძულვილის დათესვა საზოგადოებაში. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე, სხვანაირად შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრული და სრულფასოვანი განვითარება, კიდევ ერთხელ მინდა გავხსნა სივრცე საჯარო დისკუსიისთვის, თქვენ ხედავთ, რომ ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსების რესურსი, რომ რაიმე ტიპის დისკუსიაში ჩაერთოს, არის სრულიად შეზღუდული, თავიდან სცადეს კონკრეტულმა ყოფილმა პოლიტიკოსებმა დისკუსიაში ჩართვა, თუმცა, საბოლოო ჯამში მათაც მოუწიათ უარი. მე პირველ რიგში ახალგაზრდებს მინდა შევთავაზო, ნამდვილად გულწრფელ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ პროტესტის განცდა, ჩაერთონ საჯარო დისკუსიაში ნებისმიერ ფორმატში, მოვიდნენ, რათა მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკუსიაში, ამისთვის ყოველთვის ვართ ღია და გახსნილი. 

აქაც, რა თქმა უნდა, საქმეში ჩაერთვება ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც მაქსიმალურად ეცდება, არავითარი საჯარო დისკუსია არ დაუშვას მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენი კარი არის  აბსოლუტურად ღია ასეთი საჯარო დისკუსიისთვის, მე პირადად მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში დავუჯდე 10-12 ახალგაზრდას და გულწრფელად, გახსნილად ვისაუბროთ ყველა თემაზე, რომელიც მათ შეიძლება აწუხებდეთ, იქნება ეს ევროინტეგრაციის პროცესი თუ ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას.

ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე.

კომენტარები