მე ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი მოვისმინე შენიშვნა, რომ აი, თითქოს ჩვენგან იყო არასწორი კომუნიკაცია, არასწორად მივაწოდეთ ინფორმაცია საზოგადოებას, ბევრმა ვერ გაიგო, ბევრი ვერ გაერკვა. მესმის, ვიღებ შენიშვნას, აი, ორ ხელს ვწევ, ვიღებთ შენიშვნას, შეიძლება, ჩვენი მხრიდან იყო არასწორი კომუნიკაცია, მაგრამ მთელი ამ დღეების განმავლობაში აბსოლუტურად ღიად იყო ნათქვამი, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ევროინტეგრაციის გზაზე...
... ვერ ნახავთ თქვენ ვერცერთ ნაბიჯს ჩვენი მხრიდან, რომ რაიმე ეწინააღმდეგებოდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ქვეყნის ევროპულ მომავალს, მაგრამ ყოველწუთიერი შანტაჟი ევროინტეგრაციის გზაზე კატეგორულად მიუღებელია.
თავმოყვარე ხალხი ვართ, თავმოყვარე ერი ვართ, უდიდესი კულტურის, ტრადიციების მქონე ხალხი ვართ, რითაც ვამაყობთ, მეამაყება, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, აქ გავიზარდე, მეამაყება, რომ ქართველი ვარ, ასე ვცხოვრობდი, იტალიაში ათი წელი მომიწია ცხოვრება და ამ ღირებულებებით და პრინციპებით ვცხოვრობდი ,რომ მეამაყებოდა ქართველობა, ვიცავდი ჩემი ქვეყნის ინტერესს ევროპაში და დღეს საქართველოდან ვიცავ ჩემი ქვეყნის ინტერესს.
ამიტომ, თუ რამე გაუგებარი იყო, დღეს ხომ ყველაფერი გასაგებია, დღეს ხომ ყველაფერი ცხადია, ყველაფერი ნათლად ჩანს, ვის რა ინტერესი აქვს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით...
არ დავიღლებით იმის გამეორებით, რასაც მუდმივად ვაცხადებთ. პრემიერმაც ყველა გამოსვლაში ხაზი გაუსვა და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - გახსნან მოლაპარაკებები, დაიდოს შესაბამისი დოკუმენტი და მზად ვართ, დღესვე მოვაწეროთ ხელი, მაგრამ ამ ყველაფრით გვაშანტაჟონ - გავხსნით, არ გავხსნით, იმსახურებთ, არ იმსახურებთ...