ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კობახიძე: რამდენადაც მაღალია სამართლის უზენაესობის კულტურა, იმდენად მტკიცეა სახელმწიფო

ყველამ ძალიან კარგად დაინახა ერთი რამ - საქართველო არის სახელმწიფო, ჩვენ, განსაკუთრებით ამ ოთხი წლის განმავლობაში, თვისებრივად განვამტკიცეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და განვამტკიცეთ სამართლის და კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში. ზოგადად, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული კანონის უზენაესობის და სამართლის უზენაესობის კულტურაზე ქვეყანაში. რამდენადაც მაღალია კანონის და სამართლის უზენაესობის კულტურა, იმდენად მტკიცეა ნებისმიერი სახელმწიფო.

ჩვენ გარკვეული დრო მოვანდომეთ ძალადობის აღკვეთას, აქაც კულტურულად იმოქმედა სახელმწიფო სისტემამ, ყველა რგოლი გავიარეთ სათანადოდ, ეს იყო კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურები, რაშიც ჩართული იყო შსს, პროკურატურა, სასამართლო ხელისუფლება. რამდენიმე დღე დასჭირდა ძალადობის აღკვეთას, თუმცა საბოლოო ჯამში, კულტურულად მივედით ძალადობის აღკვეთამდე.

თქვა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე

კომენტარები