ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ბაჩიაშვილი: ივანიშვილი ყველაფერზეა წამსვლელი, პროტესტი უნდა გაგრძელდეს, სანამ არ დაიღლებიან

რაც შეეხება მთავრობას, უკვე ძალიან კარგად ჩანს, რომ პანიკაა, 1-2 ადამიანის გარდა, ვერც ვერავინ ჩნდება ტელევიზორთან... 

...რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მას ჩვევია არ გამოვა არასოდეს იქ, სადაც პასუხისმგებლობაა ასაღები, ვისთანაც საუბრისას მოსთხოვენ მას პასუხს და როდესაც საჭიროა, რომ პასუხისმგებლობა აიღოს, იქ ის არ ჩნდება არასდროს, ის ყოველთვის აჩენს სხვას.

ამიტომ, არ ხვდება არცერთი ქვეყნის მეთაურს, არავის, ახვედრებს თავის ისეთ წარმომადგენლებს, რომლებსაც მერე სალფეთქებივით იცვლის ხოლმე და ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს...

...ივანიშვილი ყველაფერზეა წამსვლელი და ეს უკვე ჩანს, როგორც უსწორდებიან ბავშვებს. რა თქმა უნდა, უჭირთ ძალებში. გადააცმევენ ხან სასაზღვრო დაცვას, ხან სხვადასხვა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს ფორმებს და გამოჰყავთ.

რეალურად, ის დაჯგუფება, რომელიც ხალხზე ძალადობს, საბედნიეროდ, არის საკმაოდ პატარა. პატრული მაქსიმალურად ცდილობს, რომ არ ჩაერიოს ამ ყველაფერში და ბევრი დაკავებულიც ამბობს, რომ პატრული პრინციპში ნორმალურად იქცევა. ამიტომ ჩვენი პროტესტი უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამდეც დაიღლებიან უბრალოდ...

...სახელმწიფო მოხელეები აკეთებენ ბევრ განცხადებას, კიდევ ბევრი გააკეთებს, რომლითაც გაემიჯნება ეს ხალხი ამ რეჟიმს. ეს არის, ანუ ნგრევის პროცესი უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს ძალიან კარგი სიჩქარით. რეალურად, ჩვენ გვინდა ცოტა მეტი სიმტკიცე, კიდევ მეტი მხნეობა და გაძლება. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არის მაგარი ხალხი, არასოდეს არ ეგუება დაჩაგვრას და არასოდეს არ ეგუება თავისუფლების წართმევას.

 ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი TV პირველთან.

კომენტარები