ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კობახიძე ლარზე: მოკლევადიანი რყევები ნორმალურია, ეს არის დროებითი მოვლენა

ყოველი ასეთი პროცესის დროს იყო ხოლმე მოკლევადიანი რყევები, რაც ნორმალურია, თუმცა, ყოველ ჯერზე ლარი დაუბრუნდა თავის საწყის მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ეს ასეც იქნება...

... რომ არა უცხოეთიდან დაფინანსებული ეს ქვეყნის არევის მუდმივი მცდელობა. ჩვენი ეკონომიკა იქნებოდა კიდევ სწრაფად განვითარებადი...

... ეს არის დროებითი მოვლენა, რაც შეეხება ლარის კურსს. რა თქმა უნდა, როგორც კი ჩაცხრება ვითარება, რაც მოხდება ძალიან მალე და პრაქტიკულად აქეთ მიდის პროცესი, ეს დაეტყობა ლარის კურსს. ვიღაცები ოცნებობენ ლარის კურსის გაუფასურებაზე, თუმცა, ეს არის დროებითი მოვლენა.

ირაკლი კობახიძე ლარის კურსზე.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა, ლარი დოლართან და ევროსთან 10-10 თეთრით გაუფასურდა, მათ შორის, 2 დეკემბერს -  6.84 და 6.19 თეთრით.

ამასთან, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი ბაზარზე არსებულ ყველა, 43-ვე ვალუტასთან გაუფასურდა.

კომენტარები