მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა, ლარი დოლართან და ევროსთან 10-10 თეთრით გაუფასურდა, მათ შორის, 2 დეკემბერს - 6.84 და 6.19 თეთრით.
ამასთან, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი ბაზარზე არსებულ ყველა, 43-ვე ვალუტასთან გაუფასურდა.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.95 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.11 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.91 ლარია, ევროსი - 3.07 ლარი.
მხოლოდ ოქტომბრის თვეში, ოფიციალურად, ეროვნულმა ბანკმა ოთხი სავალუტო აუქციონი გამართა და 213.4 მილიონი დოლარი გაყიდა. თუმცა, ლარის კურსი განსაკუთრებით ბოლო ორი ვაჭრობისას გაუფასურდა - მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი ოფიციალურად 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა.
აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციის შეჩერებაზე ქართული ოცნების გადაწყვეტილების და საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის ფონზე საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა შეაჩერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.