ჩემთვის, პატივსაცემია თითოეული თანამშრომელი, რომელიც აკეთებს კრიტიკულ განცხადებას. ასევე, პატივსაცემია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც არ აკეთებენ ესეთ განცხადებას - მათი აზრი თანაბრად პატივსაცემია.
სხვა საკითხია, ვის ვეთანხმები და ვის - არა. დარწმუნებული ვარ, ადამიანებს, რომლებმაც დღეს, შეიძლება, პროტესტი დააფიქსირეს და ემოციური ფონის "მსხვერპლნი" არიან, ექნებათ შესაძლებლობა, ძალიან მალე დარწმუნდნენ, რომ, არავითარი მიზეზი ჭიქაში ქარიშხლის მოწყობისთვის, ობიექტურად, არ არსებობს, ვინაიდან განუხორციელებადია ის გეგმა, რომელსაც ჰქვია საქართველოში "მაიდანიზაციის" განხორციელება.





