კობახიძე: 29 დეკემბერს თავის სკამიანად მოუწევს რეზიდენციიდან გამოსვლა ქალბატონ სალომეს

ექვსი პარასკევი აქვს დარჩენილი, ოთხი, ბოდიში, ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს,  ვერ ეგუება ამას, მე მესმის მისი ემოციური მდგომარეობა, თუმცა, რა თქმა უნდა, 29 დეკემბრიდან მას მოუწევს გამოვიდეს საკუთარი რეზიდენციიდან და ეს შენობა დაუთმოს ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს...

... მალე იწყება მისი უფლებამოსილების მეშვიდე წელი, წარმოიდგინეთ და კვლავაც ვერ ელევა საკუთარ სკამს. რა თქმა უნდა, თავის სკამიანად მოუწევს გარეთ გამოსვლა ქალბატონ სალომეს.

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, რჩება პრეზიდენტად, სანამ ახალი არჩევნების შედეგად დაკომპლექტებული პარლამენტი არ დაასახელებს მის შემცვლელს.

კომენტარები