ნებისმიერი ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი და ძალადობა მედიის წარმომადგენლების მიმართ არის კიდევ უფრო მიუღებელი, გამორჩეულად მიუღებელი, ეს არის ჩემი ძალიან მკაფიო პოზიცია.
შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, პირველ რიგში სამართალდამცველებს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, როცა საქმე ეხება მედიის წარმომადგენლებს და თქვენ ნახეთ, რომ ამ მიმართულებითაც, გუშინ იყო თავიდან არიდებული ინციდენტები. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი მუშაობის შედეგია.
მაქსიმალურად ყველა იყო გაფრთხილებული, რომ მათ შორის ამოცნობადები ყოფილიყვნენ ჟურნალისტები, რაც არ იყო მანამდე სამწუხაროდ უზრუნველყოფილი, გუშინ ამოცნობადი იყო, მათ შორის შესაბამისი ეკიპირებით, ვინ იყო ჟურნალისტი და ვინ არა. და მაქსიმალურად იქნა თავიდან არიდებული შესაბამისი ინციდენტები, რა თქმა უნდა, ამაზე ვმუშაობთ და გაგრძელდება მუშაობა.
რაც შეეხება ჟურნალისტებზე ძალადობას, აქ ჩვენ გვაქვს კატეგორიული პოზიცია და ვგმობთ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ძალადობას, აქ ძალადობის ფორმა იგივე არ იყო, მაგრამ მინდა, შეგახსენოთ, რა ტიპის ძალადობა ხოციელდებოდა თქვენი კოლეგის მიმართ რამდენიმე დღის წინ, რაც არავის დაუგმია და მე მინდა შეგახსენოთ, რომ ხშირად, ფიზიკურ ძალადობაზე არანაკლებ მძიმეა ფსიქოლოგიური ძალადობა, უმძიმესი ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც მაგალიღად, ვიხილეთ ქალბატონი მეგის [ნარსავიძე], თქვენი კოლეგის მიმართ.





