მედიის ინფორმაციით, 29 ნოემბერს რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, ტუაფსეს პორტში აფეთქების ხმის შემდეგ კვამლი გაჩნდა. გამოცემები ვარაუდობენ, რომ პორტზე იერიშის შედეგად Иван Грен-ის კლასისის რუსული დიდი სადესანტო გემი (БДК) მწყობრიდან გამოვიდა.
ინტერნეტში გამოქვეყნებულ კადრებში ტუაფსეს პორტის ერთ-ერთ ნავმისადგომთან კვამლი ჩანს. ტელეგრამ-არხი Крымский ветер წერს, რომ ეს ნავმისადგომი სამოქალაქო გემებისთვის გამოიყენებოდა. თუმცა, 20 ნოემბერს SantinelHub-ის სატელიტურმა ფოტოებმა აჩვენა, რომ იქ 135 მეტრის სიგრძის ხომალდი იყო გაჩერებული, რომელიც სადესანტო გემი შეიძლება ყოფილიყო.
"ეს შეესაბამება რუსული საომარი გემების, პროექტ 11711 БДК-ის Иван Грен-ის კლასს. ასეთი БДК შავ ზღვაში ამჟამად ერთი ცალია - Петр Моргунов-ი რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთის ფლოტის შემადგენლობიდან". - წერს ტელეგრამ-არხი.
2022 წლის თებერვალში რუსეთმა სამხედრო გემი Петр Моргунов-ი ნოვოროსიისკის პორტიდან შავ ზღვაში აქ რუსული ფლოტის გასაძლიერებლად გადაადგილა.