მდინარაძე: 1 თვეა, ევროპელები გვეუბნებიან, რომ შეჩერებულია და ეს შეჩერებული როგორ შეჩერდა?

ოპოზიციას მთელი ისტერია აქვს გამართული, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ. ერთი თვეა, ჩვენი ევროპელი კოლეგები გვეუბნებიან, რომ შეჩერებულია და ეს შეჩერებული როგორ შეჩერდა?! ასეთ დრამატულ სიტუაციაში არიან. შეჩერებული შევაჩერეთ თითქოს.

მამუკა მდინარაძე TV იმედის ეთერში.

ქართული ოცნების განცხადებით, "მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".

კომენტარები