შემოსავლების სამსახური

უამინდობის გამო, საბაჟო გამშვებმა პუნქტმა ყაზბეგმა მუშაობა შეაჩერა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერდა. მიზეზი დარიალის ხეობაში "რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საგანგებო სიტუაციაა".

"აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.

ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგი ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები