პარლამენტმა საქართველოს ახალი მთავრობა და სამთავრობო პროგრამა დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა - წინააღმდეგი არავინ იყო.
მთავრობას ისევ ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა შემდეგია:
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
- კულტურისა და სპორტის მინისტრი - თინათინ რუხაძე;
- თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი;
- საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი;
- ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი;
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე;
- იუსტიციის მინისტრი - ანრი ოხანაშვილი;
- შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით სონღულაშვილი;
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - ალექსანდრე წულაძე;
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე;
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.
საქართველოს მე-11 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბა. მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისათვის რეგისტრაცია გაიარა 89 წევრმა. ყველა დეპუტატი ქართული ოცნების წარმომადგენელი იყო.
სხდომას ესწრებოდა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც საპარლამენტო სიის პირველი ნომერი იყო