საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო, სამთო კურორტ გოდერძისა და უტყისუბნის მონაკვეთზე ავტომობილთა გადაადგილება დროებით შეიზღუდა.
"რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა". - წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.





