მდინარაძე ყაველაშვილზე: სამშობლოს ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება, არ არის პრობლემა

არ არის პრობლემა [რომ არ ექნება დიპლომი], რატომ არ არის, გეტყვით.

იმიტომ, თქვენ შემთხვევითი გგონიათ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის კონსტიტუციაში ცენზებთან მიმართებით პარლამენტის წევრების და პრეზიდენტების ცენზთან დაკავშირებულ რაიმე საკითხებში დიპლომი მოხსენიებული არ არის, ეს რაღაას ხომ არ ნიშნავს?

მაგრამ ამას თავი დავანებოთ, სამშობლოს სიყვარულს, სამშობლოს ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება.

მამუკა მდინარაძე კითხვაზე, არის თუ არა პრობლემა ის, რომ მიხეილ ყაველაშვილს დიპლომი არ აქვს.

კომენტარები