ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, დღეს, 26 ნოემბერს, კოალიცია ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მანდატების გაუქმების მოთხოვნის შესახებ ოფიციალური განცხადებით მიმართავს.
ფავლენიშვილის თქმით, კოალიცია ყველა სამართლებრივ ნაბიჯს გადადგამს იმისთვის, რომ მე-11 მოწვევის ერთპარტიულ პარლამენტში არ შევიდეს.
"დღეს, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა ჩახსნის სიას - კონკრეტულად როდის და როგორ მოხდება, ეს ამას ნახავთ, თუმცა ოფიციალურად მოხდება ეს, ოფიციალური პროცედურა იქნება ასევე და დარწმუნებული ვარ, სხვა პარტიებიც გააკეთებენ იგივეს.
დღეს ვხსნით სიებს და შემდგომში გადავდგამთ ყველა იმ სამართლებრივ ნაბიჯს, რომელიც არის საჭირო, რომ ამ პარლამენტში არ შევიდეთ - ოღონდ არ შევიდეთ არანაირი ფორმით, მალე გადავდგამთ ყველა ნაბიჯს". - თქვა ფავლენიშვილმა.