ჩვენ ქვეყანა წაგვართვეს [...] ან წინააღმდეგობას გავაგრძელებთ და ქვეყანას დავიბრუნებთ, ან წინააღმდეგობას შევწყვეტთ და საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, არსებობას შეწყვეტს [...] ახლა ჩვენსა და ჩვენს თავისუფლებას, ჩვენსა და ჩვენ გადარჩენასა და მომავალს შორის არის 4 000 რობოკოპი და სპეცრაზმელი. ჩვენ ხომ ბევრად მეტნი ვართ? ამიტომ, ეს "ბალერინკობის" თამაში უნდა შევწყვიტოთ. შევწყვიტოთ - "ტროტუარზე არ ავიდეთ", "სკამზე არ ავიდეთ".
ჩვენ მუდმივად ვიმეორებთ: "კანონის ფარგლებში". რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს? რომელი კონსტიტუციის ფარგლებში, რომლიდანაც ესენი დიდი ხანია, გავიდნენ? რომელ მთავრობაზე ლაპარაკობთ? რანაირად შეიძლება, მთავრობა იყოს ის, რომელმაც არჩევნები წააგო? ეს არის თვითმარქვია, თვითგამოცხადებული მთავრობა. ისევე, როგორც სამართალდამცველები კი არ არიან, არიან ვითომ სამართალდამცველები და სინამდვილეში, სამართალდამრღვევები. ამიტომ, ენის მოჩლექას მოვეშვათ. ახლა სიმტკიცე და მიწოლაა საჭირო. იმიტომ, რომ კაცმა, ვინც ეს ამბავი ჩაიდინა და ხმები წაგართვათ, ყველაფრის მკადრებელი და ყველაფერზე წამსვლელია. თითოეული თქვენგანის სიცოცხლე საფრთხეშია.





