ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - 20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.87 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.56 თეთრით. 20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7884 ლარია, ერთი ევროსი - 2.8998 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.79 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.95 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.75 ლარია, ევროსი - 2.90 ლარი.

მხოლოდ ოქტომბრის თვეში, ოფიციალურად, ეროვნულმა ბანკმა ოთხი სავალუტო აუქციონი გამართა და 213.4 მილიონი დოლარი გაყიდა.

კომენტარები