ბატონო პოლიციელებო, მოგესალმებით. თქვენი რაოდენობა ძალიან მცირეა. გთხოვთ, გზას ნუ კეტავთ. შეგიძლიათ, ტროტუარით ისარგებლოთ. აქ ტყუილად ნუ ხართ გაჩერებული [...] ამ შემთხვევაში, აქ თქვენი რაოდენობა თქვენ მიერ გამოხატული პროტესტის ფორმას არ შეესაბამება. გეკითხებით, მელიქიშვილის გამზირი რატომ გაქვთ დაკეტილი? ვინ გაიძულათ, რომ მელიქიშვილი დაკეტოთ? თუ შეიძლება, ტროტუარზე გადადით და თუ რამეს აპროტესტებთ, იქ გააპროტესტეთ. აქ ტყუილად გზას ნუ კეტავთ. პოლიციელებო, მოქალაქეებს გადაადგილების პროცესში პრობლემას ნუ უქმნით. ქალაქის პარალიზება არ შეიძლება [...]
გვინდა, რომ მელიქიშვილზე გავიაროთ. თუ შეიძლება, გაგვატარეთ. აქ მაცხოვრებლები წუხდებიან, მანქანით ვერ გადაადგილდებიან. შეგიძლიათ, მითხრათ, მელიქიშვილი რატომ გაქვთ გადაკეტილი? [...] თუ შეიძლება, 15 წუთში თქვენი პროტესტის შინაარსი შეგვატყობინეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს კანონის შესაბამისად, მოვითხოვთ, რომ ტროტუარზე გადახვიდეთ და თქვენი პროტესტი იქ გააგრძელოთ.





