გვარამია: უნდა ვიყოთ ბევრნი, ჩვენ არ ვართ ვაკე-საბურთალოს პროტესტი

უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი გადასარჩენი. ჩვენ თავებს არ ვითვლით, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრნი, ჩვენ არ ვართ ვაკე-საბურთალოს პროტესტი, ჩვენ არც თბილისის პროტესტი ვართ მხოლოდ, ჩვენ ვართ მთელი საქართველოს პროტესტი და არამარტო დღევანდელი თღაობებიც, ჩვენი წინაპრების და მომავალი თაობებოის პროტესტი.

ამიტომ მოვიდეთ, შევიკრიბოთ, გავიშალოთ და მთელი ქალაქის ტერიტორიაზე ვაჩვენით ქართულ ოცნებას, რომ არ იქნება გაყალბებული არჩევნების შედეგად აღიარებული პარლამენტი, არამარტო ჩვეი უცხოელი თანამეგობრობის, არამედ ქართველი ხალხის, თუნდაც თბილისის მიერ აღიარებული პარლამენტი, გელოდებით ყველას, ვიშლებით მთელი ქალაქის მასშტაბით და ნებისმიერ ვითარებაში არ ვაძლევთ გასანძრევს ქართულ ოცნებას, მის გაყალბებულ პარლამენტს, მის მოგონილ ხელისუფლებას და რუსულ რეჟიმს. ჩვენ მივდივართ ევროპაში, მივდივართ ვარაზის ხევის, მივდივართ გმირთა მოედნის, მივდივართ სანაპიროების, მივდივართ ქუთაისის, ბათუმის, ყველა იმ გზის გავლით, რომელიც ამ ქვეყანაშია.

ნიკა გვარამია თსუ-სთან.

კომენტარები