ვაშაძე: ვიზიარებთ პრეზიდენტის პოზიციას, ჩვენი ბრძოლა იქნება ბოლომდე

ვრჩებით აქ, შემდეგ 24 სათი ისევ აქ ვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას დიდ გამარჯვებამდე... 

მეორე, სრულად ვიზიარებთ პრეზიდენტის პოზიციას. ამ არჩევნებს არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც გარეთ, არც ოპოზიციის მხრიდან, არც პრეზიდენტის მხრიდან და დღეს საქართველოს აბსოლუტურად თვითმარქვია ადამიანები მართავენ. ამიტომ ჩვენი ბრძოლა იქნება ბოლომდე, რომ გაიმარჯვოთ თქვენ, ქართველმა ხალხმა და იცოდეთ, რომ ყოველთვის ყველა ნაბიჯს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით.

გიორგი ვაშაძე თსუ-სთან.

კომენტარები