ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა - 15 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.23 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.37 თეთრით გაუფასურდა. 15 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7311 ლარია, ერთი ევროსი - 2.8873 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.77 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.94 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.73 ლარია, ევროსი - 2.90 ლარი.

მხოლოდ ოქტომბრის თვეში, ოფიციალურად, ეროვნულმა ბანკმა ოთხი სავალუტო აუქციონი გამართა და 213.4 მილიონი დოლარი გაყიდა.

კომენტარები