ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 14 ნოემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.4 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 3.22 თეთრით. 14 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7334 ლარია, ერთი ევროსი - 2.8736 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.78 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.94 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.74 ლარია, ევროსი - 2.89 ლარი.

მხოლოდ ოქტომბრის თვეში, ოფიციალურად, ეროვნულმა ბანკმა ოთხი სავალუტო აუქციონი გამართა და 213.4 მილიონი დოლარი გაყიდა.

კომენტარები