26 ოქტომბრის არჩევნებზე, ორ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ დააფიქსირა მისი ხმა საქართველოს ახალი პარლამენტის ასარჩევად.
სამწუხაროდ ეს ყოველივე გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევების ფონზე - წინასაარჩევნო კამპანიის და არჩევნების დღესაც.
მინდა გამოვიყენო ამ დებატების შესაძლებლობა და გულწრფელი მადლიერება გამოვხატო პირველ რიგში ევროპარლამენტის და საარჩევნო მისიის დელეგაციის მიმართ, რომელიც ევროპარლამენტიდან 5 ქვეყანას და 5 პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენდა - თქვენმა დელეგაციამ, ძალიან კრიტიკული დაკვირვებები მოგვცა კენჭისყრის დღეს გამოკვეთილი დაშინებისა და წნეხის შესახებ.
ნება მომეცით, ხმამაღლა და მკაფიოდ გამოვხატო ეს დასაწყისშივე - არჩევნები არ აკმაყოფილებდა იმ ქვეყნის სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა ჰქონდეს.
მმართველმა პარტიამ არათანაბარი პირობებით ისარგებლა - მათ მოახდინეს ომის შიშის ინსტრუმენტალიზაცია, საკუთარ თავს წარმოაჩენდნენ ისე, თითქოს ისინი იყვნენ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება შეეძლოთ.
რეჟიმი ასევე ავრცელებდა დეზინფორმაციას - ისინი თრგუნავდნენ განსხვავებულ აზრს და ამტკიცებდნენ, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე პროგრესირებდა.
ამ ტაქტიკამ ოპოზიციის წინააღმდეგ გაამართლა, რომელიც ისედაც დაშლილი იყო და არ გააჩნდა მსგავსი რესურსები.