დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ნეთანიაჰუს თქმით, ბოლო დღეებში ტრამპს 3-ჯერ ესაუბრა და ირანის საკითხზე ორივე თანხმობაშია

დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ ბოლო დღეებში აშშ-ს ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 3-ჯერ ესაუბრა. ვიდეო მიმართვაში მან ასევე განაცხადა, რომ ირანულ საფრთხეს ის და ტრამპი ერთნაირად უყურებენ.

ნეთანიაჰუს თქმით, საუბრების მიზანი "ისრაელსა და აშშ-ს შორის ძლიერი ალიანსის კიდევ უფრო დაახლოება" იყო.

"ჩვენ თანხმობაში ვართ ირანულ საფრთხეზე მის ყველა კომპონენტში, და იმ საფრთხეზე, რომელსაც ის წარმოადგენს. ჩვენ ასევე ისრაელის წინაშე, მშვიდობის გაფართოებაში, და სხვა სფეროებში დიდებულ შესაძლებლობებს ვხედავთ". - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

კომენტარები