აშშ-ს 2024 წლის არჩევნებში უბნების თანდათან დახურვის პარალელურად, Edison Research გადამწყვეტ შტატებში ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებს აქვეყნებს.
ნევადა
- ნევადელების 46%-ს ტრამპზე დადებითი წარმოდგენა აქვს, როცა 2020 წელს ეს მაჩვენებელი 48%-ზე იყო. მეორე მხრივ, ამომრჩევლების 52% მასზე პირიქით ფიქრობს, რასაც 2020-ში ამომრჩეველთა 50% იზიარებდა.
- ნევადაში ამომრჩევლების 45%-მა თქვა, რომ კამალა ჰარისზე დადებითი წარმოდგენა აქვს მაშინ, როცა 2020-ში ბაიდენზე იგივე შეხედულება 52%-ს ჰქონდა. ამას გარდა, ჰარისის მიმართ უარყოფითი განწყობა 54%-ს აქვს, 2020-ში კი ბაიდენზე იმავეს მხოლოდ 47% ამბობდა.
- ამომრჩევლების 33%-ისთვის არჩევანის გაკეთებაში გადამწყვეტი საკითხი ეკონომიკა იყო, 15%-ისთვის იმიგრაცია, 11%-ისთვის აბორტი, 33%-ისთვის დემოკრატია, ხოლო 5%-ისთვის საგარეო პოლიტიკა.
- ნევადაში ამომრჩევლების 48%-მა თქვა, რომ ბოლო ოთხ წელიწადში მათი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, როცა 2020-ში იმავეს მხოლოდ 25% ამბობდა. მეორე მხრივ, 23%-ის თქმით, იგივე პერიოდში მათი ვითარება გაუმჯობესდა - თუმცა, 2020-ში ამას 35% იმეორებდა. 28%-ისთვის კი ფინანსური მდგომარეობა უცვლელი დარჩა.
- 41%-ის აზრით, აშშ-ში არალეგალურად მყოფი მიგრანტების უმეტესობას დეპორტაცია უნდა გაუკეთდეს, ხოლო 55%-ის თქმით მათ ლეგალური სტატუსის მისაღებად შანსი უნდა მიეცეთ.
პენსილვანია
- პენსილვანიის ამომრჩევლების 47%-ს ტრამპზე დადებითი წარმოდგენა აქვს, რაც 2020-იდან მოყოლებული უცვლელია. 51% კი მას ნეგატიურად უყურებს, რაც 2020 წელს 52%-ზე იყო.
- კამალა ჰარისზე დადებითი წარმოდგენა 46%-ს აქვს, როცა ბაიდენისთვის 2020-ში ეს მაჩვენებელი 50%-ზე იყო. 53% ჰარისს უარყოფითად უყურებს, ხოლო 2020-ში ბაიდენზე იგივე შეხედულება 49%-ს ჰქონდა.
- პენსილვანიელი ამომრჩევლის 30%-ისთვის ეკონომიკა მთავარი საკითხი იყო, 12%-მა იმიგრაცია დაასახელა, 15%-მა - აბორტი, 33% - დემოკრატია, ხოლო 3%-მა - საგარეო პოლიტიკა.
- ამომრჩევლების 50%-ის თქმით, ბოლო ოთხ წელიწადში მათი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, 2020-ში კი იმავეს მხოლოდ 16% ამბობდა. ხოლო 22%-ისთვის ეს პირიქით იყო, მაგრამ 2020-ში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ამომრჩეველთა 43% აღნიშნავდა. 27%-ისთვის ამ მხრივ ვითარება უცვლელია.
ჩრდილოეთ კაროლინა
- ჩრდ. კაროლინის ამომრჩევლების მხოლოდ 43%-ს აქვს ტრამპზე დადებითი შეხედულება, როცა 2020-ში ეს მაჩვენებელი 47% იყო. უარყოფითად მას 55% უყურებს, 2020-ის 51%-თან შედარებით.
- ამომრჩევლების 48% ჰარისს დადებითად აფასებს - 2020-ში ბაიდენზე იგივე შეფასებას 50% იძლეოდა. დემოკრატ კანდიდატზე უარყოფითი შეხედულება 50%-ს აქვს, 2020-ში კი ბაიდენზე ანალოგიური წარმოდგენა მხოლოდ 47%-ს ჰქონდა.
- ამ შტატის ამომრჩევლების 36%-ისთვის ეკონომიკა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო. მას მოჰყვებოდა იმიგრაცია 12%-ისთვის, აბორტი 13%-ისთვის, დემოკრატია 32%-ისთვის და საგარეო პოლიტიკა 4%-ისთვის.
- ჩრდ. კაროლინის ამომრჩევლების 47%-ის თქმით, ბოლო ოთხ წელიწადში მათი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა - 2020-ში იმავეს მხოლოდ 20% ამბობდა. 23%-ის თქმით, ამ მხრივ მათ ვითარების გაუმჯობესება შენიშნეს, თუმცა 2020-ში ამ აზრზს ამომრჩეველთა 45% იზიარებდა.
უისკონსინი
- შტატის ამომრჩევლების 44%-ს ტრამპზე დადებითი წარმოდგენა აქვს, 2020-ში კი იგივე აზრზე 43% იყო. უარყოფითად ტრამპს 52% უყურებს, როცა 2020-ში ეს მაჩვენებელი 55%-ზე იყო.
- ჰარისზე ამომრჩევლების 47%-ს აქვს დადებითი წარმოდგენა - 2020-ში ბაიდენს ამ მხრივ 52% ჰქონდა. ამომრჩევლების 52% ჰარისს უარყოფითად უყურებს, 2020-ში ბაიდენის მიმართ მსგავსად განწყობილი მხოლოდ 46% იყო.
- უისკონსინის ამომრჩევლების 35%-ისთვის არჩევნებზე კანდიდატის მხარდაჭერის საკითხი ეკონომიკამ გადაწყვიტა, 10%-ისთვის იმიგრაციამ, 17%-ისთვის აბორტმა, 33%-ისთვის დემოკრატიამ, 3%-ისთვის კი გადამწყვეტი საგარეო პოლიტიკა გახდა.
- ამომრჩევლების 52%0ის თქმით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე მათ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, 2020-ში ამას მხოლოდ 21% ამბობდა. 21%-ისთვის კი ვითარება, პირიქით, გაუმჯობესდა, 2020-ში კი ამავე აზრზე ამომრჩეველთა 39% იყო. 27%-ის თქმით, ფინანსური კუთხით მათი მდგომარეობა უცვლელია.
არიზონა
- ამომრჩევლების 46%-ს ტრამპის მიმართ დადებითი წარმოდგენა აქვს, რაც 2020-ში 48%-ს შეადგენდა. 52% მას უარყოფითად უყურებს, რაც 2020-ში 51% იყო.
- თავის მხრივ, კამალა ჰარისს ამომრჩეველთა 46% აფასებს დადებითად, 2020-ში კი იმავეს ბაიდენზე 49% ამბობდა. ხოლო 52% ჰარისს უარყოფითად უყურებს, 2020-ში კი მსგავსი წარმოდგენა ბაიდენზე 50%-ს ჰქონდა.
- არიზონის ამომრჩევლების 31%-ისთვის ეკონომიკა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, 17%-მა იმიგრაცია დაასახელა, 12%-მა აბორტი, 35%-მა დემოკრატია, 4%-მა კი საგარეო პოლიტიკა.
- ამასთანავე, ამომრჩეველთა 51%-მა თქვა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მათი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა - 2020-ში იმავეს მხოლოდ 15% იმეორებდა. 23%-ისთვის ვითარება გაუმჯობესდა, თუმცა 2020-ში ამას 44% ამბობდა. 26%-ისთვის ვითარება უცვლელი იყო.
მიჩიგანი
- შტატის ამომრჩევლების 45%-ს ტრამპზე დადებითი წარმოდგენა აქვს, რაც 2020 წლის შემდეგ არ შეცვლილა. ასევე უცვლელია ტრამპის მიმართ ამომრჩევლების უარყოფითი განწყობა, რაც ოთხი წლის წინაც 53% იყო.
- მიჩიგანში ჰარისს დადებითად ამომრჩევლების 48% უყურებს - 2020-ში ბაიდენის მაჩვენებელი ამ მხრივ 51% იყო. 50%-ს კი ჰარისზე უარყოფითი წარმოდგენა აქვს, როცა 2020-ში ბაიდენზე იგივე წარმოდგენა მხოლოდ 47%-ს ჰქონდა.
- მიჩიგანის ამომრჩევლებისთვის გადამწყვეტი საკითხი არჩევანის გაკეთებაში ეკონომიკა იყო, 13%-ისთვის იმიგრაცია, 18%-ისთვის აბორტი, 35%-ისთვის დემოკრატია და 5%-ისთვის საგარეო პოლიტიკა.
- ამომრჩევლების 43%-ის თქმით, წინა არჩევნების შემდეგ მათი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა - 2020-ში იმავეს 15% ამბობდა. ხოლო 27%-ის თქმით, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა, რასაც 2020-ში 41% იმეორებდა. 29%-მა კი განაცხადა, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა არ შეცვლილა.
ჯორჯია
- ჯორჯიის ამომრჩევლებში ტრამპზე დადებითი წარმოდგენა 2020-ის შემდეგ არ შეცვლილა და კვლავ 46% შეადგინა. მასზე უარყოფითი წარმოდგენა წელს 52%-ია, 2020-ის 53%-თან შედარებით.
- ამომრჩევლების 49%-მა თქვეს, რომ ჰარისზე დადებითი წარმოდგენა აქვთ, როცა ბაიდენზე იმავეს 2020-ში 50% ამბობდა. თუმცა, ასევე 49% მას უარყოფითად უყურებს, ხოლო 2020-ში ბაიდენზე იგივე განწყობა 48%-ს ჰქონდა.
- ჯორჯიის ამომრჩევლების 40%-ისთვის არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეკონომიკა იყო, 11%-ისთვის იმიგრაცია, 14%-ისთვის აბორტი, 28%-ისთვის დემოკრატია, ხოლო 3%-ისთვის საგარეო პოლიტიკა.
- ამას გარდა, ამომრჩევლების 52%-მა განაცხადა, რომ მათი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ოთხ წელიწადში გაუარესდა მაშინ, როცა 2020-ში იმავეს მხოლოდ 16% ამბობდა. მეორე მხრივ, 20%-ის თქმით, ვითარება გაუმჯობესდა, თუმცა 2020-ში იგივე წარმოდგენა 44%-ს ჰქონდა. 28%-ის თქმით კი მათი ფინანსური ვითარება უცვლელი იყო.