IRI-ის პრეზიდენტმა, დენიელ თვაინინგმა აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორის, როჯერ უიკერის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების მსგავსად ხარვეზიანი არჩევნები ევროკავშირში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის. მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება "ხვდება, რა დევს სასწორზე".
"ძლიერი სიტყვები ძლიერი სენატორისგან. იმედია, საქართველოს ხელმძღვანელობა ხვდება, რა დევს სასწორზე, რადგან ქართველების 90%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, რასაც ამდენად ხარვეზიანი არჩევნები შეუძლებელს ხდის". - წერს თვაინინგი.
მანამდე, ამერიკელმა სენატორმა როჯერ უიკერმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ ყოფილა.
"ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს პრეზიდენტის [სალომე] ზურაბიშვილის აზრს, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო, არც სამართლიანი და [რომ არჩევნები] არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. სამწუხაროდ, მოსკოვიდან გამაგრებულ ქართული ოცნების პარტიას როგორც ჩანს მიაჩნია, რომ რუსეთისა და მის ავტორიტარულ ღერძთან ერთად, მათაც შეუძლიათ აშშ-სა და საქართველოს დემოკრატიული მოკავშირეების გადავლისთვის მოცდა. ისინი ცდებიან". - დაწერა უიკერმა.





