ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მტკიცებით, შეუძლებელია ერთი პირადობის მოწმობით აპარატმა ხელმეორედ გაატაროს ამომრჩეველს ვერიფიკაცია.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ უბანზე მეორედ მისვლისას, მის პირადობის მოწმობას ხელმეორედ გაატარებდა თუ არა ვერიფიკაციის აპარატი, კალანდარიშვილი პასუხობს, რომ "ეს შეუძლებელია".
"შეუძლებელია, ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან სიაში არის მხოლოდ ერთხელ, მისი რეგისტრაციის მისამართის მიხედვით - ეს არის შეუძლებელი. [...] სიაში, როგორც ვერიფიკაციის აპარატში, ისე ტრადიციულ უბნებზე, ვერაფრის მიწერა, მოწერა და ა.შ. ვერ განხორციელდებოდა და ეს არის შეუძლებელი" - ამბობს კალანდარიშვილი ღამის კურიერის ეთერში.