არჩევნები 2024

ხოშტარია: ცესკოს თანამშრომლებს ვურჩევდი, გადაირჩინონ თავი - ეს არის კრიმინალი

გაყალბების მტკიცებულებები უკვე დევს, ახლა ჩვენ რაზეც ვმუშაობთ, ეს არის მთლიანი მოდელის - აი, ამ რუსული მოდელის გაშიფვრა, რომელიც არაერთ ქვეყანაში გამოყენებულა და ეს ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან საინტერესოა იმიტომ, რომ ეს რუსული მოდელი არის საფრთხე ბევრი სხვა დემოკრატიისთვის.

ამიტომ, მტკიცებულებები უკვე დევს - ყველა შეფასება არის ცალსახა და გაყალბებების ფაქტები დევს, მაგრამ ჩვენ გავხსნით მთელ სქემას.

მე ვურჩევდი ცესკოს თანამშრომლებს, ვურჩევდი კიდევ სხვა ჩართულს ამაში დაიზღვიონ თავი, გადაირჩინონ თავი - ეს იქნება მტკივნეული მათთვის, ეს არის კრიმინალი.

თქვა კოალიცია ცვლილებისთის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები