სამეგრელოში ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის სოფელ რიყის შტაბის წევრს ლევან გოგიას თავს დაესხნენ და კოალიციის ლოგოიანი მანქანის შუშა ჩაუმტვრიეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
"რომან კვანჭიანი, რომელიც არის კრიმინალი, ბოლოს ყაჩაღობაზე იჯდა, მანამდე მკვლელობაზე, ეს ადამიანი დადის პირადობის მოწმობების ჩამოსართმევად. ციხიდან არ გამოსულა, ახლა გამოუშვეს სპეციალურად. სოფლის შესასვლელთან იდგა ორი პირი, სახე არ ჩანდა, როცა მანქანით ჩავიარე, ქვები მესროლეს მანქანაზე. ერთი უკანა შუშას მოხვდა და ჩამიმტვრიეს. იმ ორ პირთან ერთად იდგა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი" - ამბობს გოგია.





