დაგეგმილი გვქონდა, რომ თბილისში, საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება 16:00 საათზე გაგვემართა, მაგრამ ძალიან ბევრმა თბილისელმა მოგვმართა თხოვნით, რომ ეს დრო სამუშაო საათებს ემთხვეოდა და ამის გამო, ისინი მოსვლას ვერ ახერხებდნენ - ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალინდელი ღონისძიება 16:00 საათის ნაცვლად, 19:00 საათზე დაიწყება [...] ძალიან ბევრ ადამიანს ველოდებით და დარწმუნებულები ვართ, რომ თბილისის ცენტრალური ნაწილი ჩვენი მხარდამჭერებით გაივსება. ქართველი ხალხი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო დამკვირვებლები კიდევ ერთხელ ნახავენ, საზოგადოებაში მმართველი გუნდის მიმართ მხარდაჭერა რაოდენ დიდია.
tbl.ge/6xuz
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების წევრმა, გივი მიქანაძემ.
ქართული ოცნება 23 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქციას გამართავს. ღონისძიება თავდაპირველად 16:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა დრო შეიცვალა და ის 19:00 საათზე დაიწყება.
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




