გიორგი გახარია

გახარია: ბევრჯერ ვეცადეთ, რომ ლელო არ განაცებულიყო და რაღაცას მივაღწიეთ

მე ძალიან კომფორტულად ვარ მარტო.[...]

იცით, როგორ კომფორტულად ვარ მარტო? იმიტომ, რომ გაითვალისწინეთ ერთი რამ, რომ ჩემი მარტო ყოფნა განსაზღვრავს ჩემი დამოუკიდებლობის ხარისხს. მე არ მყავს სპონსორები და დამფინანსებლები, როგორც ყველა სხვას - შემიძლია ჩამოვთვალო. იმიტომ, რომ მე ამას ვუფრთხილდები, ჩემი თავისუფლების ხარისხს ვუფრთხილდები. იმიტომ, რომ ეს თავისუფლება მე რისთვის მჭირდება იცით? პარლამენტში რომ შევალ, მერე არ მქონდეს ვალდებულებები ვიღაც ბანკირებთან, რომლებიც დღეს აფინანსებენ თითქმის ყველას. [...]

ეს გაერთიანებები უნდა იყოს პირველ რიგში ფასეულობებზე დაყრდნობილი გაერთიანებები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ფასეულობების კონტექსტში, სხვა თანაბარ პირობებში, დღეს, ხვალ, ზეგ, ნაცებთან ჩვენ ასეთი თანხვედრა ვერ გვექნება. ამიტომ ვამბობდი მე, ხშირად მითქვამს, რომ ჩვენი რესურსი ჩავდეთ და ბევრჯერ ვეცადეთ, რომ ლელო არ განაცებულიყო. მართლა ბევრჯერ ვეცადეთ. ძალიან ბევრი გავაკეთეთ ამისთვის, რაღაცას მივაღწიეთ, ჯერ ბოლომდე არა ვარ დარწმუნებული, მაგრამ რაღაცას მივაღწიეთ.

თქვა პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ მთავარ არხზე, გადაცემა ღამის კურიერში

კომენტარები