პოლონეთმა ახლო მომავალში შესაძლოა ბელარუსის საზღვარი ჩაკეტოს.
ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა ილაპარაკა, რომელიც 15 ოქტომბერს ახალი საემიგრაციო სტრატეგიის წარდგენას გეგმავს.
ტუსკის თქმით, ის დაარწმუნებს ევროკავშირს ამ გადაწყვეტილების აუცილებლობაში, ვინაიდან პუტინი და ლუკაშენკო ევროკავშირის მიერ ცხოვრების უფლების გაცემის პოლიტიკას სათავისოდ იყენებენ.
2021 წლიდან ბელარუსისა და პოლონეთის საზღვრის გადაკვეთას ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების ათასობით მიგრანტი ცდილობს.
პოლონეთის ხელისუფლება ბელარუსს ხელოვნური საემიგრაციო კრიზისის შექმნაში ადანაშაულებს.
2024 წლის განმავლობაში პოლონეთმა 27 000-ზე მეტი საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობა შეაჩერა.