ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - 11 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.08 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.01 თეთრით. 11 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7263 ლარია, ერთი ევროსი - 2.9804 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.78 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.04 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.74 ლარია, ევროსი - 3 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან ჯამში 217 200 000 აშშ დოლარი გაყიდა. აქედან 48.5 მილიონი დოლარი 8 ოქტომბერს.

კომენტარები