ალექსანდრ ლუკაშენკოს გადაწყვეტილებით ბელარუსის საჰაერო სივრცეში შეფრენილ დრონებს გაანადგურებენ. შესაბამის ბრძანებას ბელარუსის პრეზიდენტმა 7 ოქტომბერს მოაწერა.
საბუთი ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებების, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენების უფლებას იძლევა.
უპილოტო საფრენი აპარატების გარდა ახალი კანონის მიხედვით ბელარუსი უფლებას იტოვებს გაანადგუროს სახმელეთო და საზღვაო კომპლექსებიც, რომლიდანაც დრონები იმართება.
ახალი კანონის აღმსრულებელი უწყებებია: თავდაცვის ძალები, შინაგანი ძალები, პროკურატურა, საგამოძიებო კომიტეტი, სასამართლო ექსპერტიზის სახელმწიფო კომიტეტი, ფინანსური გამოძიების ორგანოები.
მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცეში შემოსული რამდენიმე უკრაინული დრონი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურა. შემთხვევის შემდეგ ბელარუსმა უკრაინის საზღვარზე სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა გაზარდა.





