ლარი დოლართან 0.19 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.02 თეთრით. 4 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7354 ლარია, ერთი ევროსი - 3.0177 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.79 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.07 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.75 ლარია, ევროსი - 3.03 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.





