ისრაელის ინფორმაციით, ლიბანში სამხრეთ ნაწილში სახმელეთო ოპერაციის დროს IDF-ის 8 ჯარისკაცი დაიღუპა.
ტერორისტული ორგანიზაციის, ჰეზბოლას მიხედვით, ლიბანის ტერიტორიაზე მიმდინარე დაპირისპირების დროს ისრაელის სამი Merkava-ს ტიპის ტანკი განადგურდა.
2 ოქტომბრის გამთენიისას ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
სარაკეტო იერიშის შემდეგ, ისრაელის ქვეითმა ჯარმა ლიბანის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, ისრაელი ირანის წინააღმდეგ მნიშვნელოვან საპასუხო დარტყმას გეგმავს. ისრაელის შურისძიების მიზანმიმართული სამიზნე, სავარაუდოდ, გახდება ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ნავთობის ინდუსტრიის და სხვა სტრატეგიული ობიექტები. ამის გარდა, ისრაელის სამიზნე შესაძლოა ირანის მნიშვნელოვანი სამთავრობო და სამხედრო პირები გახდნენ.
ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, თუ ირანი ისრაელის საპასუხო დარტყმას კვლავ სამხედრო ზომებით უპასუხებს, მაშინ ისრაელი განიხილავს ყველა შესაძლო სადამსჯელო ვარიანტს, მათ შორის, ირანის ბირთვული ობიექტების სრულ განადგურებასაც.





