ბოლო რამდენიმე დღეა ქართულმა ოცნებამ ძალიან აქტიურად დაიწყო მისვლა იმ ადამიანებთან ზუგდიდში, ზოგადად სამეგრელოში, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები, რომლებიც ყველაზე მოწყვლადნი არიან ასეთ დროს და ხელისუფლება ცდილობს მოახდინოს მათზე გავლენა და შეაშინოს ეს ადამიანები. ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ პირს ქართული ოცნების აქტივისტები, პარტიის წევრები და ამას ხელმძღვანელობს ოცნების დელეგატის დათო კოდუას მამა, ოთარ კოდუას მამა, და ეუბნებიან, რომ არჩევნების დღეს ნახავენ ყველა შემოხაზულ ბიულეტენს, ეუბნებიან, რომ ყველა ბიულეტენი იქნება დანომრილი და ოცნების კომისიის წევრები თითქოს ნახავენ ვინ ვის მისცა ხმა.
მინდა ყველას ვუთხრა ყველას, მათ შორის, სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებსაც აქტიურად ხვდება ახლა ქართული ოცნება, სახლში ადგებიან კონკრეტული პირები, ასევე მასწავლებლებს, რომელთაც ასევე ამას ეუბნებიან, რომ ნახავენ ვის მისცემენ ხმას - ეს არის ტყუილი, ვერავინ ვერ ნახავს ვინ ვის მისცემს ხმას. საარჩევნო უბანზე იქნებიან ოპოზიციიდან კომისიის წევრები, დამკვირვებლები, საერთაშორისო დამკვირვებლებიც და არავის მიეცემა საშუალება, რომ ამომრჩეველი აიძულოს მას ანახოს საარჩევნო ბიულეტენი.
[...] ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად დაიწყეს მუშაობა პირადობის მოწმობების ჩამორთმევის თემაზე, თუმცა არ გამოსდით ეს, ამას ხელმძღვანელობს ოთარ კოდუა, რათა ამომრჩეველი არ წავიდნენ არჩევნებზე. ჩვენ საერთაშორისო დამკვირვებლებს შევახვედრებთ ამ ადამიანებს კონფიდენციალურობის დაცვით. ეს გამოცდილება წინა არჩევნებზეც გვქონდა ზუგდიდში.
არჩევნები 2024
წითლიძე: ოცნება მუშაობს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის პირადობების ჩამორთმევაზე





