ავტოავარია გურიაში

გურიაში, ჩოხატაურის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

არსებული ინფორმაციით, გურიაში, ჩოხატაურის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი მძიმე დაზიანებებით, კლინიკაში იქნა გადაყვანილი.

შემთხვევაზე მეტი დეტალის გარკვევას ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

მასალა განახლებადია

კომენტარები