ლიბანში ისრაელის ორდღიანი იერიშის შედეგად ჰეზბოლას უფროსი მეთაური დაიღუპა.
ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ჰეზბოლას უფროსი მეთაური, იბრაჰიმ ქუბაისი დაიღუპა. ინფორმაცია ტერორისტულმა ორგანიზაციამ 25 სექტემბრის დილის საათებში დაადასტურა.
ოპერაციის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გამოაქვეყნა იერიშის ამსახველი ვიდეო.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ორდღიან იერიშს 560-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ამავდროულად, ჰეზბოლამ განაცხადა, რომ დაიწყო ტარგეტირებული საჰაერო იერიშები თელავივთან ახლოს, მოსადის სათაო ოფისზე. IDF-ის ინფორმაციით, ყველა რაკეტა ჩამოგდებულია და ჰეზბოლას იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.





