საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრუნო რეტაიომ თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი საჯარო მიმართვისას აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი ქვეყანაში წესრიგის აღდგენა იქნება.
"ფრანგ ხალხს სურს მეტი წესრიგი – წესრიგი ქუჩებში და წესრიგი საზღვრებთან". - თქვა საფრანგეთის რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ბრუნო რეტაიომ.
ამასთან, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მკაცრად მიუდგება მათ ვინც პოლიციელებს თავს დაესხმება ან მათ მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს, ასევე, მკაცრი იქნება მისი პოზიცია ანტისემიტიზმის საკითხზეც.
მანამდე, საფრანგეთის ახალმა პრემიერმა, მიშელ ბარნიემ იმიგრაციის საკითხებზე ისაუბრა და თქვა, რომ საფრანგეთის ახალი მთავრობა იმიგრაციის შესაზღუდად პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, თუმცა, ეს ზომები "საფრანგეთის ევროპელ პარტნიორებთან ერთად უნდა განხორციელდეს".