დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ერაყში პროირანული დაჯგუფება აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვეს

ირანული უპილოტო საფრენი აპარატები
Iranian Army via AP

ერაყში პროირანული დაჯგუფება "ისლამური წინააღმდეგობა" აცხადებს, რომ 22 სექტემბერს "ისრაელის მიერ ოკუპირებულ იორდანიის ხეობაში" სამიზნეზე დრონებით იერიში მიიტანეს.

7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ერაყში შიიტურმა დაჯგუფებებმა, ისევე როგორც სხვა პროირანულმა ჯგუფებმა, პირობა დადეს, რომ პალესტინელებისადმი სოლიდარობის ნიშნად იერიშების მიტანას დაიწყებდნენ.

ისლამური წინააღმდეგობა ერაყში იმ დაჯგუფებებს შორისაა, რომელმაც თავდასხმების გახშირების პირობა დადო.

თავის მხრივ, ისრაელის არმიაში განაცხადეს, ერაყიდან გაშვებული და სირიიდან ისრაელის ტერიტორიაზე შესული უპილოტო საფრენი აპარატების გასანეიტრალებლად რაკეტები გაუშვეს. მათი ცნობით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

პროირანულ დაჯგუფებაში კი განაცხადეს, რომ მათი დრონები იორდანიის ხეობაში, "პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე" ჩამოვარდა, თუმცა დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

კომენტარები